четверг, 7 ноября 2013 г.

ტაძრისი ჩვენი სოფელი

ტაძრისი ჩვენი სოფელი

                სოფელს სახელი ტაძრების სიმრავლის გამო დაერქვა. აქ 18-ზე მეტი ტაძარია.სოფელი მაღალ მთიან მხარეს მიეკუთვნება, ზღვის დონიდან 1280. სოფელის აკრავს მთები რომელიც მწვანე საფარითაა დაფარული,ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია.ზამთარში უხვი ნალექი მოდის და ამიტომ თოვლის საფარი ერთ მეტრამდე აღწევს.


               მთებიდან  სათავეს იღებს მდინარე საკირულა. მდინარეში გვხვდება მთის კალმახი.

 ისტორიულად აქ იზრდებოდა ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გიორგი მთაწმინდელი7 წლის იყო როდესაც დასთან, თეკლასთან ერთად დედათა მონასტერში მიუყანიათ მამიდასთან, სადაც ათი წელი ცხოვრობდა.
           წმინდა გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებიდან 1000 წლისთავის აღსანიშნავად კათალიკოს პატრიარქმა სოფელ ტაძრისში წმინდა გიორგის სახელობის რესტავრილებული ტაძარი მოინახულა.
               სოფელში ტაძრებიდან წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა,სადაც ადრე დედათა მონასტერი იყო.



               გიორგი მთაწმინდელის შესახებ არსებობს  გადმოცემა, რომლის თანახმადაც გიორგი მთაწმინდელი ჩავიდა მდინარის ნაპირთან, სადაც ეშმაკმა მას ხელი უბიძგა და ამ დროს ანგელოზმა გადაარჩინა
              მონღლების შემოსევების გამო ვეღარ გაგრძელდა წირვა-ლოცვა და შეწყვიტა ფუნქციონირება. რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ჩვენს სოფელს, ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა და მობრძანდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე.
              დღეს დღეობით 21- საუკუნეში პატრიარქის წყალობით ტაძრისის დედათა მონასტერში აღდგა წირვა-ლოცვა.
              დღეს-დღეობით გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძრის წინამძღვარია მამა
პანტელეიმონი და ცჩვენც ამ ტაძარში
სტიქაროსნები ვართ.  
              ჩვენ სოფელს ბევრი რამ ესაჭიროება მათ შორის ერთ-ერთია ინტერნეტი. მისი არსებობა ხელს შეუწყობს მომავალი თაობის ანუ ჩვენს განვითარებას.   








ავტორები: გურამ კაპანაძე,
ნოდარ გოგოლაძე,
თორნიკე გოგოლაძე